Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა

მარშალ პრესი 22/11/2022
სამახსოვრო დაფა

ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.

დაფა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს წარმოადგენს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მიღებული აქვს ღირსეული მონაწილეობა მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში.

დღესვე საფუძველი ჩაეყარა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას. შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. პრემიერს განცხადებით, მუხროვანის ბაზაზე, აშენდება თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება ნატოს სტანდარტებთან.

Post navigation

Previous: „ქართველთა საყურადღებოდ, გვახსოვდეს! – გოგა ხაინდრავა საზოგადოებას მიმართავს
Next: მარინა კალიურანდი: მაკა ბოჭორიშვილთან ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა. ეს კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული და ობიექტური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.