Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროპა თავზე გენგრევათ და თქვენ ერთმანეთს ატყუებთ ვითომ „დემოკრატიას“ დარაჯობთ

მარშალ პრესი 22/11/2022
ვატო შაქარიშვილი

ქალბატონმა ფოტიგამ განგვიცხადა, საქართველო საკუთარ თავს კი არა, „კოლექტიურ დასავლეთს” ეკუთვნისო… ის ალბათ, იანუკოვიჩის პრორუსული პარტიის წევრ გონჩარენკოს და კელი-კრამერებს გულისხმობდა “კოლექტიურ დასავლეთში, – ამის შესახებ ორგანიზაცია „აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, სანამ გონჩარენკოს, ვინმეს რუსულ კავშირებზე ალაპარაკებთ, მის ბიოგრაფიაში მაინც ჩაგეხედათ. ოლიგარქიო ივანიშვილზე წერთ და თქვენი “ისტორიული” კონფერენციის ბანერზე სამების ტაძარი აგირჩევიათ ფონად.

„რა სიმბოლურია არა, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქს რომ უწოდებ და იმავე ბანერზე ფონად სამების ტაძარი ჩანს… ქალბატონმა ფოტიგამ განგვიცხადა, საქართველო საკუთარ თავს კი არა, „კოლექტიურ დასავლეთს” ეკუთვნისო… ის ალბათ, იანუკოვიჩის პრორუსული პარტიის წევრ გონჩარენკოს და კელი-კრამერებს გულისხმობდა „კოლექტიურ დასავლეთში“.

სანამ გონჩარენკოს, ვინმეს რუსულ კავშირებზე ალაპარაკებთ, მის ბიოგრაფიაში მაინც ჩაგეხედათ თქვე დალოცვილებო, იმის არ იყოს, რითიც დავიწყე – ოლიგარქიო ივანიშვილზე წერთ და თქვენი “ისტორიული” კონფერენციის ბანერზე სამების ტაძარი აგირჩევიათ ფონად… ტყუილში ხართ თავიდან-ფეხებამდე და ეს თქვენი კონფერენციები და რეზოლუციები, ჩვენში მხოლოდ იუმორს აღძრავს და გენიალური ელდარ შენგელაიას, გენიალურ ”ცისფერ მთებს” გვაგონებს! ევროპა თავზე გენგრევათ და თქვენ ერთმანეთს ატყუებთ ვითომ რაღაც საქმეში ხართ, გავლენები გაქვთ და „დემოკრატიას“ დარაჯობთ!

რაც ღირებული და მყარი საყრდენი გაგაჩნდათ, კი გამოუთხარეთ ძირი უკანასკნელ წლებში და ტაბუებზე, გენდერზე და პოლიტკორექტულობაზე ნაშენები სიმახინჯე დიდ ხანს ვეღარ გაგიძლებთ!

P.S. ეს ოთხი სათაური რათ უნდოდა…?!” – წერს შაქარიშვილი.

 

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დააანონსა შეხვედრა სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.

Post navigation

Previous: მარინა კალიურანდი: მაკა ბოჭორიშვილთან ვისაუბრეთ ანგარიშზე, რომელიც სვენ მიქსერმა მოამზადა. ეს კომპრომისული ტექსტი არის ძალიან დაბალანსებული და ობიექტური
Next: გიორგი ვოლსკი კრამერზე: სულ არ უნდოდა სერგო თეთრაძეს, რომ უსასტიკესად ეწამებინათ. ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.