გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ დაანონსებულ შეხვედრას ეხმაურება. კინორეჟისორი Twitter-ზე შეხვედრის აფიშას აქვეყნებს და წერს:
„ქართველთა საყურადღებოდ, გვახსოვდეს! ამ პლაკატის ავტორებისთვის – ის რაც მარჯვენა ზედა კუთხეშია მოქცეული და ბიძინა ივანიშვილი განასახიერებს – წმ. სამების ტაძარი და მისი აღმშენებლობა საქართველოს მტრობაა! იმას რასაც განასახიერებენ ქვედა 6 სუბიექტი და წარწერა, საქართველოზე ზრუნვა!“.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ დააანონსა შეხვედრა სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“.
