Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ქვეყანა საბურთაო არ არის – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 22/11/2022
ნინო ფოჩხუა

ეს ქვეყანა საბურთაო არ არის! ეს ქვეყანა არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისა და წინსვლისთვის – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას დევიდ კრამერის შესახებ.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ზუსტად დევიდ კრამერი იყო ის ადამიანი, ვინც მფარველობდა მიშას და მის ბანდას, უხანგრძლივებდა არსებობას.

მისივე თქმით, არავინ დაიჯერებს კრამერის სიყვარულს და ზრუნვას საქართველოზე, მისთვის საქართველო პირადი ინტერესის სფეროა.

“რატომ ჰგონია ქალბატონ ელჩს, რომ საქართველო ისევ იმ რეჟიმშია როგორშიც იყო ნაცების მმართველობის დროს. როცა ადამიანები შიშისგან, ვინმეს მათი ლაპარაკისთვის რომ არ მოესმინა, ტელეფონებს თიშავდნენ, ხმას ვერ იღებდნენ ოჯახის, ახლობლების განადგურების შიშით. რა ჰგონია ქალბატონ ელჩს მაშინ ვერ ვხვდებოდით როგორი მონური მორჩილებით ასრულებდა მაშინდელი ხელისუფლება ყველა დავალებას, თუნდაც საკუთარი ქვეყნის საზიანო ყოფილიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ზუსტად დევიდ კრამერი იყო ის ადამიანი, ვინც მფარველობდა მიშას და მის ბანდას, უხანგრძლივებდა არსებობას. არავინ დაიჯერებს კრამერის სიყვარულს და ზრუნვას საქართველოზე, მისთვის საქართველო პირადი ინტერესის სფეროა. არ ჭირდება მას დაცვა, ყველამ ყველაფერი იცის და ხვდება. ეს ქვეყანა საბურთაო არ არის!

ეს ქვეყანა არ დაუშვებს უსამართლო თავდასხმებს ადამიანზე, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ამდენი ზეწოლის მიუხედავად, აკეთებს ყველაფერს მისი წარმატებისა და წინსვლისთვის!”– წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: არ გვახსოვს, ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ რომელიმე ელჩს
Next: სამწუხაროდ მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში – ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025