Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამწუხაროდ მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში – ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს

მარშალ პრესი 22/11/2022
ზურაბ ქადაგიძე

“დიდი ხანია იბადება კითხვები, თუ რატომ არ აკეთებთ მკაფიო განცხადებას იმ აღვირახსნილი კამპანიის წინააღმდეგ, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, თქვენი “NGO”-ები და ადგილობრივი რადიკალები აწარმოებენ თქვენი სახელით”– ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე ამერიკის ელჩის განცხადებას აზიარებს და აღნიშნავს, რომ კრამერი, ფოტიგა, კუბილიუსი, იან კელი, ვოლკერი და სხვანი არა ოლიგარქიის წინააღმდეგ ,არამედ რიგითი ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად იბრძვიან.

“უკაცრავად ქალბატონო ელჩო, ფილანტროპი (როგორც თქვენ უწოდებდით) ბიძინა ივანიშვილი არ არის შეყვარებული საქართველოზე და კრამერი გიჟდება?

თქვენ ქართული საზოგადოება სულელი ხომ არ გგონიათ? უკვე ისე ხართ არეული ორიენტირებში,რომ რა დროს, რას ამბობთ თქვენვე გერევათ…

სამწუხაროდ ჩვეულებრივად მხარე აღმოჩნდით საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში…

დიახ, დიდი ხანია იბადება კითხვები, თუ რატომ არ აკეთებთ მკაფიო განცხადებას იმ აღვირახსნილი კამპანიის წინააღმდეგ, რასაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, თქვენი “NGO”-ები და ადგილობრივი რადიკალები აწარმოებენ თქვენი სახელით…

თუმცა, რაღა აზრი აქვს კითხვას,როდესაც პოლიტიკურ მხარედ იქეცით!

ქართველი ხალხისთვის ბრძოლა არავის მოუგია და ეგ არ დაგავიწყდეთ!

კრამერი, ფოტიგა, კუბილიუსი, იან კელი, ვოლკერი და სხვანი არა ოლიგარქიის წინააღმდეგ ,არამედ რიგითი ოლიგარქ კეზერაშვილის გადასარჩენად იბრძვიან…

ჰო და “კრემლის სახელმძღვანელოს” როდესაც ახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ვინ აღვივებს ყველაზე მეტად ანტი-დასავლურ განწყობებს საქართველოში!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ეს ქვეყანა საბურთაო არ არის – ნინო ფოჩხუა
Next: ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.