Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ გვახსოვს, ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ რომელიმე ელჩს

მარშალ პრესი 22/11/2022
ედიშერ გვენეტაძე

“ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია! ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო!” –ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. გვენეტაძე კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა დევიდ კრამერის შესახებ და აღნიშნა, რომ არ ახსოვს 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს! როგორც გვენეტაძე წერს, საქმე იქამდე მივიდა, რომ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაყოლილ კაცებს!

“ბოლო ხანებში ეს ქალბატონი სრულიად გაცდა იმ ნორმებს, რომელსაც დიპლომატიური ეტიკეტი ჰქვია! ისეთ კომენტარებს აკეთებს, რომ ეტყობა საერთოდ არად აგდებს იმას, იმყოფება თუ არა სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია საქართველო! არადა რა ბრწყინვალე დიპლომატად წარმოაჩინა საკუთარი თავი საქართველოში ჩამოსვლის დროს, როგორ გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებდა და ხალხისგან პატივისცემასაც იმსახურებდა! მაგრამ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება აშშ-ში, ეს ქალბატონი გადასხვაფერდა და ნაცების პოლიტიკის ფაქტობრივი გამტარებელი გახდა! ჩვენ არ გვახსოვს ამ 30 წლის მანძილზე, საქართველოს შინაურ საქმეებში ასეთი მკვეთრი ჩარევის მცდელობა განეხორციელებინოს საქართველოში მყოფ, რომელიმე ელჩს! საქმე იქამდე მივიდა, რომ თურმე ნუ იტყვით და ვიღაც პენსიონერ, გზას აცდენილ კრამერს უფრო მეტად ჰყვარებია ჩვენი სამშობლო, ვიდრე ამ ქვეყანაზე გადაგებულ და გადაყოლილ კაცებს! ამიტომაც ჩვენში იტყვიან “სტუმარი ღვთისააო”, მაგრამ უკეთესი იქნება ქ-ნი ელჩი უფრო მოზომილ, უფრო მოქნილ, შედარებით მიუმხრობელ და ცოტათი რეალობის შესაბამის განცხადებებს თუ გააკეთებს!”- წერს გვენეტაძე.

Post navigation

Previous: კრემლის სახელმძღვანელოდან არის გადმოღებული ის, რასაც აშშ-ის ელჩი დეგნანი აკეთებს, ასეთ დირექტივებს იღებდა მათი დანიშნული „ცეკას“ მეორე რუსი მდივანი საქართველოში
Next: ეს ქვეყანა საბურთაო არ არის – ნინო ფოჩხუა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.