Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე: ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ტიპის განცხადება ან პირადი საუბარი არასდროს ჰქონია

მარშალ პრესი 21/11/2022
შალვა ხაჭაპურიძე

ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ტიპის განცხადება ან პირადი საუბარი მოწამვლასთან დაკავშირებით არასდროს ჰქონია“,- ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„ეს პოსტი სააკაშვილის დაწერილი ვერ და არ არის, მარტივი მიზეზის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი ან ნებისმიერი ტიპის პოსტები წეროს. როგორც გაირკვა, ქალბატონმა გიულიმ დაწერა ეს პოსტი. მე თითქმის ყოველდღე მაქვს სააკაშვილთან შეხება, გარდა ამისა აქტიურად ვარ ჩართული მის სამედიცინო კვლევებში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ ტიპის პოსტები წეროს. ჩემთვის საინტერესოა პირველი ნაწილი, სადაც ამბობს, რომ ადვოკატებისთვის მე არ მითქვამს, რომ მაქვს ეჭვი აქვს მოწამვლაზეი. დიახ, ვადასტურებ, რომ მას არასდროს მსგავსი ტიპის განცხადება ან პირადი საუბარი არ ჰქონია“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გებახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უცხოელი ექსპერტიების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს თავისი ადვოკატებისთვის, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე.

Post navigation

Previous: ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ასაფეთქებელ საშუალებას ეძებენ
Next: ლევან დავითაშვილი: საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.