ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ასაფეთქებელ საშუალებას ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც პორტიდან გასვლას აპირებს, დანაღმულია და ის აფეთქდება. ოფიციალურ განცხადებას შესაბამისი უწყება დღის გამავლობაში გააკეთებს.
