Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს

მარშალ პრესი 21/11/2022
ლევან დავითაშვილი1

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას იმ გამოწვევების მიუხედავად, რომელიც არსებობს რეგიონში და გლობალურად ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველოს ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა პანდემიის შემდეგ აღდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ჩვენ მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შეფასებისას ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 10,5%-ით გაიზარდა. ასევე დაზუსტდა 2022 წლის პირველი კვარტლების მაჩვენებლებიც. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.2% შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები.

„პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში – 2022-2027 წლებში, შემდგომი 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში – 5,8%. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

Post navigation

Previous: შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე: ვადასტურებ, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი ტიპის განცხადება ან პირადი საუბარი არასდროს ჰქონია
Next: გიორგი ხელაშვილი: სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორს, როგორიც საქართველოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.