Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე – ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – წელზე მეტია, სასჯელს იხდის და ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის

მარშალ პრესი 20/11/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

წელზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა, „საოცარი ჭორი და სიცრუე“ გაავრცელეს, რომ თითქოს ხელისუფლებას ციხის საავადმყოფოსთან მიყვანილი ჰყავდა მანქანა, რომელიც რაღაც რადიაციულ გამოსხივებას აფრქვევდა.

„გახსოვთ ეს სრული სიგიჟე და სიბეცე. მახსოვს, ბატონი გვარამია დილიდან საღამომდე ქადაგებდა იმას, რომ მინი ჩერნობილი მოუწყვეს სააკაშვილს და გორის მოსახლეობას.

ამაზე ადამიანს შეიძლება გაეღიმოს, იმიტომ, რომ რაღაც საზღვარი აქვს სიგიჟეებსაც. როგორც ჩანს, ამით არ დამთავრდა ეს ყველაფერი, გაგრძელდა. ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს, მარჯვენა ხელის, მისი მშობლის, ქალბატონი ალასანიას მოწოდებულ მოსაზრებას ვეყრდნობი…

წელზე მეტია, ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ფაქტობრივად, ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ოჯახი, ადვოკატების, თანაპარტიელების, ასევე უცხოელი პარტნიორების დახმარებით ყველაფერს ცდილობს, რომ სააკაშვილი როგორმე ციხიდან დაიხსნან.

„მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოხვდებოდა, უმძიმესი დანაშაულები რომ არ ჩაედინა. კანონიერად, სამართლიანად იხდის სასჯელს და გააგრძელებს სასჯელის მოხდას ან სამედიცინო დაწესებულებაში ან მომავალში საპატიმროში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი და მას კანონიერად შეერაცხა ბრალი და დაედო მსჯავრი.

Continue Reading

Previous: რატი ბრეგაძე – ხვალ მივმართავთ სამხარაულის ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
Next: პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის – „თავისუფლება მიშას” – ვაშაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025