Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე – ხვალ მივმართავთ სამხარაულის ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

მარშალ პრესი 20/11/2022
რატი ბრეგაძე

ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მოიწამლა.

ამასთან, ბრეგაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის რომ, საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: ზუგდიდში 14 წლის ბიჭი მოკლეს
Next: გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე – ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – წელზე მეტია, სასჯელს იხდის და ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.