Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის – „თავისუფლება მიშას” – ვაშაძე

მარშალ პრესი 20/11/2022
ჭიჭიკო (გიორგი ვაშაძე)

მე მხარს ვუჭერ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, ის პრეზიდენტმა შეიწყალოს – თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე- „თავისუფლება მიშას” ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

“ჩვენ რა ქვეყანას ვაშენებთ? ქვეყანას, სადაც გვინდა, რომ ერთმანეთი გავანადგუროთ, თუ სადაც გვინდა, რომ ნორმალურ, ცივილურ სტანდარტებზე დაფუძნებული სახელმწიფო ავაშენოთ?! ეს არჩევანია. მე მხარს ვუჭერ, რომ თუ საზღვარგარეთ გადაყვანა არ მოხდა, შეიწყალოს პრეზიდენტმა. ბევრი მექანიზმია და რატომ არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ რეალურად გვინდა წინ წავიდეთ?! თუ “არა და არასდროს” და ხალხს არ ელაპარაკება, სახელმწიფოზე არ ფიქრობს და პირადი ბოღმებით არის აღსავსე პრეზიდენტი, ის პრეზიდენტობის ღირსი არ არის. მე ვინ მომწონს და ვინ არა, ეს კი არაა, არამედ რა სჭირდება სახელმწიფოს!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გზით იქნება ეს, თუ შეწყალების გზით, ან როგორი გზაც არ უნდა იყოს”,-აღნიშნავს ვაშაძე.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე – ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე თქვეს, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – წელზე მეტია, სასჯელს იხდის და ყოველდღე ახალი დიაგნოზი გვესმის
Next: თორნიკე რიჟვაძე: ბევრს არ სჯეროდა იმ ამბიციური გეგმის, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას უკავშირდებოდა. დღეს ყველას შეუძლია ნახოს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.