სულხან მოლაშვილის წამება დღესაც გრძელდება! – საშინელებებს იხსენებდა, თუ როგორ აცლიდნენ ორგანოებს და დამტვრეულ აგურებს უყრიდნენ მუცლის ღრუში, წამებით მოკლულ პატიმრებს – ლევან მამალაძე

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“სულხან მოლაშვილის წამება დღესაც გრძელდება!
ეს ფაქტია ,რადგან სულხანის საქმეზე სააკაშვილის რეჟიმის არც ერთი მოძალადე ჩინოვნიკი და ზონდერი არ დასჯილა! სანამ „გესტაპოელმა“ ვალერი გრიგალაშვილმა ბოძებზე გაკვრით არ დაემუქრა ხელისუფალთ, არავის გახსენებია მისი შავბნელი საქმეები. სულხანი როცა ცოცხალი ოყო , არვის დაუკითხავს ,რომ მისი მწამებლების პასუხისმგებლობა დამდგარიყო. ახლა როცა ცოცხალი არ არის, ყველა სინანულით იხსენებ მას და ბოძებზე გაკვრით აღშფოთებულნი აცნობიერებენ იმას , რომ „ნამიშარი“ მკვლელების მობრუნება ქვეყანას დიდი სისხლისღვრით და უბედურებით შემოუტრიალდება!
2012 წლიდან დღემდე ყველა მთავარ პროკურორს მივმართე, რომ ჩემი საქმე გამოეძიათ, რომელიც თეთრით შავზე შეკერა ვალერი გრიგალაშვილმა და ზონდერმა პროკურორებმა. სააკაშვილის დავალებით გრიგალაშვილი ხელმძღვანელობდა, ჩემი ოჯახის დაწიოკებას, ძალადობას და რეპრესიებს, რასაც ჩემი ახლობლების სიცოცხლე შეეწირა. გრიგალაშვილმა იმდენად ასიამოვნა სააკაშვილს ჩვენი გაუბედურებით , რომ ის თბილისის პროკურორად დააწინაურა!
ექვსი თვეა რაც საქართველოში დავბრუნდი და სამართლებრივი სისტემის ხელმძღვანელებს სურვილი არ გაჩენიათ, რომ ჩემი საქმის გამოყენებით სააკაშვილის დაგეშილი მკვლელების პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინათ. არადა ჩემი საქმე სწორედ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხილების და პასუხისმგებლობის კონკრეტული საშუალებაა.
როცა სულხანმა, მძიმედ დაავადებულმა თავი დააღწია ციხეს, უშუალო კონტაქტი მქონდა უკრაინიდან , მასთან საფრანგეთში. ბევრჯერ გვისაუბრია იმ უსამართლობაზე და არაადამიანურობაზე რაც მან გამოიარა! სულ იმას მეუბნებოდა, „ ლევან როგორ არ დაგიჯერე და არა გავეცალე ამათ, ნამდვილად არ მეგონ , რომ ასეთი სისხლგამშრალი მხეცები იქნებოდნენო“. საშინელებებს იხსენებდა, თუ როგორ აცლიდნენ ორგანოებს და დამტვრეულ აგურებს უყრიდნენ მუცლის ღრუში, წამებით მოკლულ პატიმრებს , რომელთაც დაავადებით გარდაცვლილად აფორმებდნენ. „ამას იმიტომ მაყურებინებდნენ დღეგამოშვებით, რომ სულიერად გავეტეხე , თან მაწამებდნენ , რომ თვითმკვლელობამდე მივსეულიყავი. შენ რომ ამათ ხელში ჩავვარდნოდი ცოცხალს არვინ დაგტოვებდაო“, ასე ამბობდა სულხანი.
ყოველივეს ცრემლმორეული ვიხსენებ! გული მწუხარებით მეწვის, სულხანს დღეს 53 წელი შეუსრულდებოდა, სამართლიანობა კი არ აღსრულებულა!
სამწუხაროა, როცა ადამიანებს არ ვაფასებთ და მათ ნათქვამს მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვიხსენებთ. სულხან მოლაშვილის წამება დღესაც გრძელდება, რადგან მან წლების წინ დაასახელა ვალერი გრიგალაშვილი და სხვა მწამებლები, მაგრამ სამართლებრივი პროცესი ამას არ მოჰყოლია.
სახელმწიფოს სრულფასოვნება არ შედგება, სანამ უწყებებში ზონდერებისა და მკვლელების მფარველები დაწინაურდებიან, სანამ სამართლიანობის აღდგენა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებულ და სანამ კანონის უზენაესობა მესვეურთა განწყობით განისაზღვრება!
იმედი მაქვს , რომ სულხან მოლაშვილის და უამრავი უდანაშაულო ადამინების წამების, მკვლელობის, ძარცვის და გაუბედურების საკითხი ახლა მაინც ჰპოვებს კანონიერ მსვლელობას და ეს არ იქნება ერთჯერადი PR- გახსენების აქცია!!!
PS. ვისაც ჩემი საქმე აინტერესებს, ამას მოუსმინეთ!” – წერს მამალაძე
გაზიარება