რატი ბრეგაძე: წამება, როგორც სისტემური პრობლემა და არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ სისტემაში აღარ არსებობს – ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ

წამება, როგორც სისტემური პრობლემა და არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ სისტემაში აღარ არსებობს – ყველა ამ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან დიდი გარდატეხა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ პენიტენციური სისტემა და იქ არსებული მდგომარეობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება განაპირობა, სწორედ საქართველოს მოსახლეობა იყო, რომელმაც ვერ აიტანა იქ არსებული მდგომარეობა.

თუკი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების უფლებას, მაშინ სხვა ვერცერთ უფლებაზე ვერ იქნება საუბარი. როდესაც ეს სახელმწიფომ თავიდან ბოლომდე გაიაზრა, პენიტენციურ სისტემაში მრავალი მიმართულებით ცვლილება დაიწყო. “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება