Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სამხარეო ადმინისტრაციაში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 20/11/2022
314398066_3357272574553860_5695166644713225132_n

სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში დასაქმებულ პირებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გასვლითი შეხვედრის ფარგლებში, ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს. დეპუტატები, ასევე, იმყოფებოდნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა.

Post navigation

Previous: სულხან მოლაშვილის წამება დღესაც გრძელდება! – საშინელებებს იხსენებდა, თუ როგორ აცლიდნენ ორგანოებს და დამტვრეულ აგურებს უყრიდნენ მუცლის ღრუში, წამებით მოკლულ პატიმრებს – ლევან მამალაძე
Next: დაპირისპირება ანი მიროტაძესა და ანი წითლიძეს შორის (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.