Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნების“ მმართველობის დრო პენიტენციურ სისტემაში შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით – ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან, მივედით ღირსების უზენაესობამდე

მარშალ პრესი 19/11/2022
რატი ბრეგაძე

პენიტენციური სისტემა არის სახელმწიფოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ანარეკლი და ყველაზე უკეთ გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინდივიდისადმი, თუ რაოდენ დაცულად შეიძლება ინდივიდმა თავი იგრძნოს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დრო პენიტენციურ სისტემაში შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით – ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან, მივედით ღირსების უზენაესობამდე. მთავარი რაც მოხდა, ეს არის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გარდატეხა, როდესაც სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულებაა ადამიანის ღირსების დაცვა. ღირსება არის უფლებათა საფუძველი, მთავარი წყარო და თუკი ადამიანის ღირსებას რამე შეეხება, ჩავთვალოთ, რომ ადამიანი ხდება უკვე უუფლებო. 2011 წელს „სიპიტი“ [„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი“ (CPT) ] წერდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება და არაადიმიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა, გასულ წელს, კი როცა გვქონდა „სიპიტის“ წინასწარ დაუგეგმავი ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც მითიღებულია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსურებულა. ვფიქრობ, ეს დასვნა პასუხობს ყველა კითხვაზე პასხუხს, თუ რა ხდება პენიტეციურ სისტემაში“, – განაცხადა მინისტრმა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე: იმყოფება თერაპიულ განყოფილებაში და არა რეანიმაციულ ან ინტენსიურ ბლოკში – ყოველ დღე მნახველები ჰყავს
Next: რატი ბრეგაძე: წამება, როგორც სისტემური პრობლემა და არაადამიანური მოპყრობა პენიტენციურ სისტემაში აღარ არსებობს – ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.