Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას – ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან

მარშალ პრესი 19/11/2022
თალაკვაძე

დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას – ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში მიიღეს. ითხოვდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების გადაყენებას – დღეს საკუთარი ლიდერების გადაყენებით არიან დაკავებულები. რაც უნდოდათ საქართველოსთვის, ზუსტად ის მიიღეს საკუთარ პარტიაში.

გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში რეალური დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. ეს გამოჩნდა გუშინ, რომ ოპოზიციას ამ პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა აქვს, ამდენი ოპოზიციური მანდატი პარლამენტში ოპოზიციას არ ჰქონია. სამწუხაროდ ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს – ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

 

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით: ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას
Next: ჯერალდ კონოლი: გვსურს აღვადგინოთ ქართველი ხალხისა და ერის სუვერენიტეტი, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში და გვსურს, რომ რუსეთმა მიიღოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვჭრით პრობლემებს სხვების ტერიტორიებზე შეჭრით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.