უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო ინტეგრაციისკენ მიიწევდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სრულად მიიღოს და გაამტკიცოს საერთო დემოკრატიული ფასეულობები, ნორმები და პრაქტიკები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რათა ინტეგრაცია იყოს წარმატებული, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლიმ განაცხადა.
„2008 წლიდან ჩვენ აღვნიშნავდით და ყურადღებას ვამახვილებდით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეალურად, ეს გახდა საპრეზიდენტო კამპანიის საკითხიც 2008 წლის ამერიკის არჩევნებშიც და სავარაუდოდ ხელი შეუწყო ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასაც. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხებია ჩვენთვის და ვიცი, რომ ჩვენი ნატოელ კოლეგებს სურთ იხილონ წარმატებული ინტეგრაცია. მნიშვნელოვანი საკითხია რამდენადაც ჩვენ ვხედავთ მოვლენების განვითარებას უკრაინაში, რაც ყველას ახსენებს რუსულ აგრესიას უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ჩვენ გვსურს აღვადგინოთ ქართველი ხალხისა და ერის სუვერენიტეტი, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვაში. და გვსურს, რომ რუსეთმა მიიღოს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ არ ვჭრით პრობლემებს სხვების ტერიტორიებზე შეჭრით, ჩვენ არ ვახორციელებთ სხვების ტერიტორიების ანექსიას, არ ვხოცავთ, არ ვაწამებთ და ვაუპატიურებთ სხვებს, იმის გამო, რომ ისინი თავისუფლებისკენ მიისწრაფიან. ეს დაუშვებელი სტანდარტებია და ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამას. ამ კონტექსტში ჩვენ გვსურს, რომ საქართველო შემოგვიერთდეს როგორც პარტნიორი და როგორც თანასწორი“, – განაცხადა კონოლიმ.
მსოფლიოს მთავარ გამოწვევაზე სამსჯელოდ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება. შეხვედრის ადგილი მადრიდია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიწვეულია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.