Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით: ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას

მარშალ პრესი 19/11/2022
რატი ბრეგაძე

ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას, თუ ვინმე გააკეთებდა, უნდა მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

 

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე ჯინ შაჰინის განცხადებაზე: ის საუბრობს, რომ უნდა გადაიხედოს საქართველოს სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობები. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა
Next: არჩილ თალაკვაძე: დავინახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი უკვე უახლოვდება ფინალურ სტადიას – ამ წლების განმავლობაში რაც დათესეს იმას მოიმკიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025