Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე საზოგადოების ნახევარი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს და ყველა კვლევა ყოველთვის ოპოზიციას უხაროდა

მარშალ პრესი 17/11/2022
ირაკლი კობახიძე

ბევრად უფრო ცუდი კვლევები არსებობდა წინა არჩევნებამდე, 2016 წლის არჩევნებამდე და ოპოზიციას სულ უხაროდა,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას, იმის შესახებ, რომ IRI-ს ბოლო კვლევებით ჩანს, რომ ოპოზიცია დასუსტებულია და არც ისე კარგად არის „ქართული ოცნების“ საქმეც.

შეკითხვაზე, უჭირს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით კობახიძემ, აღნიშნა, რომ საზოგადოების ნახევარი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რაც დიდი ლეგიტიმაციაა დემოკრატიულ სისტემაში.

მისივე თქმით, ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო აქვს რეიტინგი დაკლებული.

„ყველა არჩევნებზე ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საზოგადოების ნახევარი ზუსტად, ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია დემოკრატიულ სისტემაში, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ყველა კვლევა უხაროდა ყოველთვის ოპოზიციას, რომელიც მერე გამოდიოდა იმედგაცრუებული. სინამდვილეში, თვითონაც იციან რა არის რეალური კვლევები. არც უხარიათ ხოლმე, ტელევიზიის წინაშე იწონებენ თავს, ყველამ კარგად იცის რაში არის საქმე.
აქედან გამომდინარე, მათი ეს მუდმივი საბოტაჟი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, ომში ჩათრევის მცდელობა და ა.შ. საზოგადოების მიერ ფასდება. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგაც კი გაზრდილი რეიტინგი აქვს, მათ აქვთ სერიოზულად დაკლებული რეიტინგი, სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო, რასაც საზოგადოება ბუნებრივია აკვირდება და აფასებს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას. მათ არ აწყობთ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და რაღაცები შეეზღუდოს
Next: ირაკლი კობახიძე: მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.