Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა

მარშალ პრესი 17/11/2022
ირაკლი კობახიძე

მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება.

„სულ რაღაც ორი დღის წინ თუ გუშინ გამოვიდა მთელი ოპოზიცია, რომელიც ჩვენ გვეუბნება რომ თურმე არ შეიძლება კუბილიუსზე ან შაჰინზე რაიმე ცუდის თქმა. მთელი ოპოზიცია დადგა მწყობრში და პირდაპირ რუსეთის აგენტი ეძახეს ევროკომისარს, რომელიც უშუალოდ გაფართოებაზეა პასუხისმგებელი. იგივე ადამიანები ამბობენ, რომ კუბილიუსზე არაფერი უნდა თქვა. რა სისულელეა, როგორ შეიძლება ამას ვინმემ დაუკავშიროს რაღაც შეფასებები, მითუმეტეს აბსოლუტურად უსამართლო შეფასებები.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთ რამეს – ჩვენ გვაქვს კონკრეტული კურსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის დასავლურ ინტეგრაციას, მშვიდობის, სიმშვიდის შენარჩუნებას. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, შეუძლია აკეთოს ნებისმიერი შეფასება, მაგრამ მე მგონი ქართველი ხალხი აფასებს იმას, რომ ჩვენ თანაბრად ვუფრთხილდებით როგორც დასავლური ინტეგრაციის მიზანს, ასევე ჩვენს სუვერენიტეტს, ასევე მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე საზოგადოების ნახევარი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს და ყველა კვლევა ყოველთვის ოპოზიციას უხაროდა
Next: ლევან ხაბეიშვილი არის თავზე აცოცებული ღორის ტილი – ხაბეიშვილმა უნდა უპასუხოს შემდეგ კითხვებს – თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.