Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას. მათ არ აწყობთ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და რაღაცები შეეზღუდოს

მარშალ პრესი 17/11/2022
ირაკლი კობახიძე1

როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, ბრიფინგზე გამოვიდა ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და მაღალი შეფასება მისცა ამ კანონს. ჩვენ ეს კანონი გადმოვაქართულეთ და მივიღეთ საქართველოში. ამაზე გამოვიდა მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია თავისი ენჯოებით და მედიასაშუალებით და არ უნდათ ამ კანონის მიღება. მიზეზი არის ერთადერთი -ოლიგარქები არიან მხოლოდ მათ მხარეს- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება არ აწყობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც აფინანსებს კეზერაშვილი.

„ისინი იცავენ კეზერაშვილს. სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას. მათ არ აწყობთ ის რომ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და მას რაღაცები შეეზღუდოს. სუბიექტური ინტერესია. ეს არ აწყობთ იმ ენჯეოებს, რომლებსაც აფინანსებს კეზერაშვილი. ეს არ აწყობს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც აფინანსებს კეზერაშვილი. სინამდვილეში გაირკვა ძალიან მარტივად, აქაც ვერ დამალეს, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში არის დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგი და ჩვენ ვართ დეოლიგარქიზაციის მომხრე. მარტო ეს არის სიმართლე- განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: მათ განა განაახლეს პარტია – ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო
Next: ირაკლი კობახიძე: არჩევნებზე საზოგადოების ნახევარი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს და ყველა კვლევა ყოველთვის ოპოზიციას უხაროდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025