Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობაზე: მათ განა განაახლეს პარტია – ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო

მარშალ პრესი 17/11/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

მათი დეგრადაციის პროცესი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო და სწორედ ამიტომაც ისინი კარგავდნენ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ, ეს იყო პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ არ ეყო არც ღირსება და არც გამბედაობა მისი ლიდერის ხელმძღვანელობით, რომ გადამდგარიყო და ჩამოშორებულიყო პოლიტიკურ პროცესს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„2012 წელს ისინი გადავიდნენ ოპიზიციაში და აქ იწყება ყველაზე მთავარი – მათ ვერ შეძლეს იმის გააზრება, თუ რატომ დამარცხდნენ. ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ხალხის ნდობა და საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგეს. ასევე დაკარგეს ტერიტორიების 20%, ომი წააგეს, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ გააზრება სჭირდებოდა? შემდეგ კი დაგეგმვა, რომ ისევ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებოდათ ამ შეცდომების გამოსწორება, წარსული გაკვეთილების შესაწავლა და ახალი შეეთავაზებინათ ამომრჩევლებისთვის. მათ განა განაახლეს პარტია – ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია – ის იქნება მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან
Next: ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში დეოლიგარქიზაცია საქართველოში არ აწყობს მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას. მათ არ აწყობთ კეზერაშვილს დაერქვას თავისი სახელი და რაღაცები შეეზღუდოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025