გია ვოლსკი: ლაშქარავას გარდაცვალების თემა ინტენსიურად გამოიყენებოდა ვითარების დაძაბვის, არასწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით – ძალოვანი სტრუქტურა იძულებული გახდა, რეალური სურათი მიეწოდებინა საზოგადოებისთვის

238
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რომ არსებობს და კრიტიკულია, ეს მისასალმებელია, ასეთის ხსენება არ იყო და ვანო მერაბიშვილის უწყების კრიტიკა შეიძლება დამთავრებულიყო წამებით, ან უარეს შემთხვევაში, სიკვდილით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროების გამო შსს- ის დაჯარიმებას გამოეხმაურა.

„არის მეორე ასპექტიც – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თემა ინტენსიურად გამოიყენებოდა ვითარების დაძაბვის, არასწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით და ექსპლუატაცია ამ უბედურებისა ხდებოდა პოლიტიკური მიზნით, რის გამოც, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ძალოვანი სტრუქტურა იძულებული გახდა, რეალური სურათი მიეწოდებინა საზოგადოებისთვის.

ამ ასპექტსაც, ვფიქრობ, ნებისმიერმა ობიექტურმა დამკვირვებელმა ხაზი უნდა გაუსვას”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება