Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში იმ ხალხის წამოწევა ხდება წინ, ვისი სახელებიც დაკავშირებული იყო პრობლემებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ათასი ტიპის სხვა დანაშაულთან

მარშალ პრესი 17/11/2022
ლევან იოსელიანი

მე მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ზომიერ პოლიტიკოსებზე, რომელთა მიზანიც ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა, არამედ მიზანია უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლა, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ნებისმიერ შემთხვევაში. მთავარ რაღაცას ვერ აკეთებს ოპოზიცია – საზოგადოებაში არსებობს დღემდე ცვლილებების შიში, რომ შეიძლება დაბრუნდნენ ხელისუფლებაში პარტიები, ადამიანები, რომელთა სახელები და გვარები დაკავშირებულია დანაშაულთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ა.შ, მაშინ ხელისუფლების ცვლილება დიდხანს გადაინაცვლებს პერსპექტივაში. ამიტომ, მე მგონია, რომ საზოგადოების დაკვეთა არის ზომიერ პოლიტიკოსებზე, რომელთა მიზანიც ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა, არამედ მიზანია უკეთესი ქვეყნისთვის ბრძოლა“, – აღნიშნავს იოსელიანი.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე:

„ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი საბოლოო ჯამში მათთვის საუარესოა. „ნაცმოძრაობის“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ეკუთვნის სააკაშვილს, ის არ ეკუთვნის არც ხაბეიშვილს და არც მელიას. ამ ადამიანის სიტყვაზე იქნება დამოკიდებული, საბოლოო ჯამში ვისთან წავა ეს ხმები. მე რასაც ვუყურებ ხაბეიშვილის უკან ისეთი ადამიანების გავლენები უნდა შემოვიდეს, რომელიც არა მგონია რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ კეთილგანწყობას გამოიწვევს თუნდაც მის ამომრჩეველში. იმ ხალხის წამოწევა ხდება წინ, ვისი სახელებიც და გვარებიც ამ ქვეყანაში დაკავშირებული იყო პრობლემებთან, ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ათასი ტიპის სხვა დანაშაულთან. საპირისპირო პროცესს რომ ვხედავდე, გულწრფელად ვიტყოდი, რომ კი, ეს ჯობია, რადგან, ახალი ადამიანები, ახალი სახეები, ახალი ხედვები შეიძლება იყოს ამ პარტიისთვის განახლების შანსი“.

Post navigation

Previous: მაია ნიკოლეიშვილი: მაია ნადირაძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ უნდოდათ დაშინების გზით შეექმნათ მორჩილი საზოგადოება – ეს დაბალინტელექტუალური პარტია მილევად რეჟიმშია
Next: ევროკავშირს ყველას მიმართ ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.