Skip to content
06/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში – არჩილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 17/11/2022
არჩილ თალაკვაძე

რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში, გამოდიან და უკვე პირდაპირი ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობასო. მე შეგახსენებთ, რომ ასეთივე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვქონდა, ომის დაწყებამდე, შესაბამისად ეს არის სიცრუე – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ პრინციპებზე, თუ რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ იყოს ევროპული ოჯახის წევრი და რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

„ევროპული ოჯახი რას ეფუძნება, ჩამოვთვალოთ ძირითადი პრინციპები, ევროპული იდეის ფუნდამენტი. პირველი ეს არის დემოკრატია, დემოკრატია რას ნიშნავს, წააგებ თუ მოიგებ, არჩევნების შედეგებს უნდა სცე პატივი. ეს არის ის პოლიტიკური ბანაკი, რომელიც ამბობს, რომ თუ, არ გავიმარჯვებთ არცერთ არჩევნებს არ ვაღიარებთ. მხოლოდ ის არჩევნებია სწორი არჩევნები, რომელშიც ჩვენ მოვიგებთ, ანუ მათ არ უნდათ, რომ იყვნენ ოპოზიციაში მიუხედავად იმისა, რომ მიიღეს ოპოზიციისთვის საკმარისი ხმები და ამაზე პირდაპირ ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და წესების დაცვით ჩატარებული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალურმა ბანაკმა თქვა, რომ ეს არჩევნები ჩვენი მხრიდან ბოიკოტს იმსახურებს. ეს ერთი. დემოკრატიას, როგორ ექცევიან ვნახეთ. მეორე არის ძლიერი ეკონომიკა, რაც უფრო იმატებს ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტად ტკივათ თავი რადიკალურ ოპოზიციაში, გამოდიან და უკვე პირდაპირი ლაპარაკი დაიწყეს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უკავშირდება რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობასო, მე შეგახსენებთ, რომ ასეთივე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვქინდა, ომის დაწყებამდე, შესაბამისად ეს არის სიცრუე.

მესამე და მეოთხე ძალიან მოკლედ, უსაფრთხოების გარეშე ევროპა არ არსებობს ხომ? ევროპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, მთავარი მიზანი არის უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს უსაფრთხოება ამ ხალხს ეზიზღება, საქართველო არ უნდათ უსაფრთხო და საქართველოში მშვიდობა ეზიზღებათ. სწორედ ამიტომ, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ როგორმე საქართველოს თავისი უსაფრთხოება დაეყენებინა კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ. მეოთხე – ეს არის კანონის უზენაესობა. თუ დაარღვევ კანონს არ აქვს მნიშვნელობა შენ ვინ ხარ, ვისი შთამომავალი ხარ, რისი გამკეთებელი ხარ, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, კანონს თუ არღვევ ხარ თანასწორი, როგორც ნებისმიერი მოქალაქე კანონის წინაშე. კანონის უზენაესობა არ არის როდესაც შენ გეუბნებიან, რომ მოქალაქეები, რომელიც ათასი და ხუთიათასი და სამიათასი ლარისთვის სხედან ციხეში, უნდა დარჩნენ ციხეში, მაგრამ თუ ის პოლიტიკაში იყო და თუ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია შვიდი მილიონიც, რომ ქონდეს მოპარული უნდა გამოუშვა. ეს არის ამათი სამართალი“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

Post navigation

Previous: ევროკავშირს ყველას მიმართ ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები თუ მოთხოვნები, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ისეთი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გულით უნდოდა და დღესაც უნდა, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
Next: იკვრება საინტერესო ჯაჭვი: ვოლკერი, კეზერაშვილი, ნაკაიძე, ხოშტარია – ზაზა შათირიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.