უხუცესი “ნაცი” მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში განხადებას ავრცელებს და პარტიას მიმართავს:
“თავს უფლებას მივცემ გამოვეხმაურო ენმ ირგვლივ მიმდინარე პროცესს და მოგახსენოთ, რომ მაგ. მე, როგორც ენმ დაბადების პროცესის მოწმეს, მომსწრეს და ერთი დღე მისი დაბადების დღიდან მის გარეშე რომ არ მიცხოვრია , წარმოუდგენელად მიმაჩნია პირადად არ ვიცნობდე ადამიანს, ვისაც პრეტენზია აქვს ამ პარტიის თავმჯდომარეობაზე, როგორიცაა მუმლაძე , ოღონდ მუმლაძის მხარეს დგანან ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები …. რაც შეეხება ჩალაძეს, მე ის გავიცანი მალევე , როგორც კი გამოჩნდა ენმ რიგებში და ეგრევე უდიდესი სიმპატია გამოიწვია ჩემში და მას შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტად იმსახურებს ჩემს ღრმა პატივისცემას , მასაც უჭერენ მხარს, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები… მელიაზე საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვა, ისედაც ცხადია, რომ ჩემი მეგობარია და მის მხარეს დგას, ჩემი სამეგობროს აბსოლუტური უმრავლესობა, რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს და ხაბეიშვილს, ძმებივით მყავს , მიყვარს ორივე და იმ ხალხის უმრავლესობა, ვინც მათ მხარეს დგას და ახლა რასაც მე ეს დღეები ვუყურებ, ვკითხულობ და მესმის, მაინტრესებს – ეს არის ენმ გაძლიერება, ლამის ერთმანეთს რომ ხოცავთ , აგინებთ და წყევლით? ენმ რა არის მეგობრებო , ენმ პირველ რიგში მიშას მიერ შექმნილი ბრენდია არ არის და მერე , რაც მთავარია ენმ , ჩვენ არ ვართ, მისი ამომრჩევლები , წევრები და მხარდამჭერები? ძლიერი ენმ გარეშე გამარჯვება და მიშას გადარჩენა რომ წარმოუდგენელია, ეს იცის კრემლმა ყველაზე უკეთ და ამიტომაც უდებს ნაღმებს ხშირ-ხშირად და ნაწილ-ნაწილ აფეთქებს პერიოდულად…
მაგრამ/რადგან ეს , ჩემთვის მიუღებელი ფორმა არასწორ დროსა და ადგილას იქნა შერჩეული და ის მოცემულობა დადგა , რაც დადგა, ამის მიუხედავად , უმორჩილესად გთხოვთ დაველოდოთ არჩევნებს და მშვიდად მივიღოთ გადაწყვეტილება, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქოცებსა და ნაცებს შორის არ გვაქვს არჩევანი გასაკეთებელი … მადლობა ყურადღებისთვის” – წერს გოცირიძე