Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალურ მოძრაობას წევრები ტოვებენ – სამასხარაოდ გადაქცეულ პარტიაში აღარაფერი მესაქმება – რა გახდა ამხელა პარტიაში ერთი ინგლისურის მცოდნე კანდიდატის წარდგენა

მარშალ პრესი 16/11/2022
მარიკა დათუკიშვილი

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მარიკა დათუკიშვილი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს:

გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა:
ნუ გამოიყენებთ ჩემს ფბ სტატუსებს თქვენი სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ, ცუდი საქციელია. მელია და ხაბეიშვილი ორივე არის უღირებულებო, ტოქსიკური, სრულიად მიუღებელი ჩემთვის, ამ ორ პირს უკავშირდება ჩემი გამიჯვნა, ჩამოშორება პარტიას და საჯარო აქტივობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ პირადი ინტერესი მკარნახობს მათ მიუღებლობას. სამასხარაოდ გადაქცეულ პარტიაში აღარაფერი მესაქმება, ქოცებს დავცინით და რავი რა გახდა ამხელა პარტიაში ერთი ინგლისურის მცოდნე კანდიდატის წარდგენა.
ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რასაკვირველია, დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ ამ ჩამონათვალზე კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ამჯერად აქ შევჩერდები და მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ს, ჩემი ფეისბუქსტატუსი მიიღეთ ოფიციალურ განცხადებად:
1. ვტოვებ პარტია ენმ-ს.
2. ვტოვებ ენმ პოლიტსაბჭოს.
3. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციას.
4. ვტოვებ ენმ ქალთა ორგანიზაციის საბჭოს.
ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედს ებარებოდეთ, ჩემზე არ იდარდოთ 🙂
პ.ს. დიდი ბოდიში მანამდე დასახელებულ კანდიდატებთან, ცხადია მატერიალურ- ინფრასტრუქტურული რესურსი ორ კანდიდატთანაა თავმოყრილი,(ჩემთვის ორივე კატასტროფაა) მრავალფეროვნებაც ანტურაჟისთვისაა, რეალურად კი ეს მასკარადი უკავშირდება გავლენის მოპოვებას- ვინ დაწერს 2024 სიებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიშა თავის თავს თვითონ გამოიხსნის, ყალბი გულშემატკივრების დახმარების გარეშე✌️

Post navigation

Previous: გიგას დროც მოვა, ჩვენს უკან ჩრდილები არ დგანან! ახალ გუნდს 2023 წელს წარვადგენთ! – თამარ ჩერგოლეიშვილი
Next: ეს არის ენმ-ს გაძლიერება, ლამის ერთმანეთს რომ ხოცავთ , აგინებთ და წყევლით? – მეგი გოცირიძის მიმართვა პარტიას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.