Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მელია ძალიან სუსტი, უნიათო ლიდერია და პარტიას ვერანაირ სამოქმედო გეგმას ვერ სთავაზობს – გია ნოდია

მარშალ პრესი 16/11/2022
გია ნოდია
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმისდროინდელი განათლების მინისტრი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
“გავბედავ და არამკითხე მოამბის სტატუსით ერთხელაც ჩავერევი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეებში (ქვეყნის ძირითადი ოპოზიციური პარტიის ბედი ყველას გვეხება, ჩემი აზრით). ის, რომ ლიდერობის კრიზისი გადაწყდება კონკრეტული და გამჭვირვალე პროცედურის, არჩევნების გზით, მისასალმებელი და იმედისმომცემია.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არჩევნები უნდა ემყარებოდეს დისკუსიას პარტიის განვითარების ხედვებს შორის. ის, ვინც ნიკა მელიას გადაყენებას ითხოვს, კონკრეტულად უნდა ამბობდეს, რა მოლოდინები ვერ გაამართლა მან და, შესაბამისად მისმა შემცვლელმა განსხვავებულად რა უნდა გააკეთოს. სხვაგვარად, პროცესის შინაარსი გაუგებარია: უბრალოდ, რაკი მიშა საქმეებს ჩამოშორდა, ვიღაცეები ერთმანეთს დაერივნენ. მარტო ესაა?
სამწუხაროდ, მე არ შემხვედრია პუნქტობრივი ჩამონათვალი, ლანძღვის და ხელების შლის გარეშე, თუ რა არის ის, რაც ნიკა მელიას უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა. ეჭვი არ შემაქვს, რომ მის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიები არსებობს, მხოლოდ ის მაინტერესებს, ასეთი ჩამონათვალი ვინმეს თუ გაუკეთებია და სად ვნახო.
ერთი ალტერნატული კანდიდატისგან, გიორგი მუმლაძისგან, ის გავიგე ჯერჯერობით, რომ ენმ-მ ძირითადი აქცენტი უნდა გააკეთოს ქუჩის პროტესტებზე და ამ პროტესტების მიზანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება. აქედან გასაგები ხდება მელიას მიმართ ძირითადი პრეტენზიაც. ჩემი აზრით, ეს მცდარი პრიორიტეტია და პარტიას მხოლოდ დაასუსტებს (რაც ან ნიშნავს, რომ მიშას განთავისუფლება არ მინდა ან ქუჩის პროტესტს არ ვთვლი ბრძოლის ლეგიტიმურ ფორმად). თუმცა, მე ვინ მეკითხება: მთავარია, გამოხატავს ეს ადამიანი, გიორგი მუმლაძე, მელიას მიმართ პრეტენზიების ძირითად არსს? თუ სხვა საკითხებია ძირითადი? თუ საკითხები საერთოდ არ არსებობს, უბრალოდ მელია ცუდი ტიპია?”
“ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ჩემი პოსტის ქვეშ გამართული დისკუსიიდან ასეთი დასკვნები გამოვიტანე (არ ვამტკიცებ, რომ ეს ყველაფერი სწორია, უბრალოდ ამ მასალიდან ასე გამოდის):
რაც ჩანს: პარტიული აქტივისტების ნაწილის გულწრფელი (თუმცა, ჩემი აზრით, უსამართლო) აღშფოთება იმით, რომ ნიკა მელიამ დევ-გმირის თვისებები ვერ გამოიჩინა და მიშა ციხიდან ვერ დაიხსნა. ამის გარდა მათ რაიმე ჩამოყალიბებული ხედვა არა აქვთ.
რაც დაფარულია (თუმცა ამაზე ყველა ლაპარაკობს): დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იყენებენ ამ ფონს, რომ პარტიაში „ქვევიდან“ გადატრიალება მოახდინონ და მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანონ.
რეალური პრობლემა: ბოლო ერთი წლის მანძილზე მელია ძალიან სუსტი, უნიათო ლიდერია და პარტიას ვერანაირ სამოქმედო გეგმას ვერ სთავაზობს. (არ ვიცი, სხვა მის ადგილზე რას იზამდა, მაგრამ ეს მაინც ასეა).
რა გამოვა აქედან: თუ თავმჯდომარე შეიცვალა, პარტია შეიძლება, მართლაც გამოცოცხლდეს და უფრო ქმედუნარიანი გახდეს (მიშას, სამწუხაროდ, ამით არაფერი ეშველება). ცხადია, შეიძლება ეს არც მოხდეს – ან პირიქით, ამ პროცესში გამარჯვებამ მელია გამოაცოცხლოს.
დასკვნა: ის, რაც ხდება, მაინც პოზიტიური პროცესია არსებულ ვითარებასთან შედარებით. თუმცა ის პარტიის რღვევის რეალურ რისკებსაც შეიცავს.
ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება: თუმცა პროცესს კრიტიკულად ვუყურებ, ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ქართული დემოკრატიისთვის (თუ მისი ნარჩენისთვის), ის უნდა შენარჩუნდეს და, თუ შესაძლებელია, გაძლიერდეს. ამიტომ, ჩემი კრიტიკა გულშემატკივრის პოზიციიდანაა.” – წერს ნოდია
გია ნოდიას განცხადებას “ტაბულას” ხელმძრვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:

კეზერაშვილი და ვანო იგდებენ პარტიას ხელში მიშამ თუ მკაფიო პოზიცია არ დაიკავა – თამარ ჩერგოლეიშვილი

Post navigation

Previous: ეს არის ენმ-ს გაძლიერება, ლამის ერთმანეთს რომ ხოცავთ , აგინებთ და წყევლით? – მეგი გოცირიძის მიმართვა პარტიას
Next: კეზერაშვილი და ვანო იგდებენ პარტიას ხელში მიშამ თუ მკაფიო პოზიცია არ დაიკავა – თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.