“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ პარტია “ევროპული საქართველო” განახლებული სახით 2023 წელს წარსდგება:
“ევროპული საქართველო 2021 წლიდან რებრენდინგის პროცესშია.
ჩვენი პრიოტიტეტი, პირველ რიგში, ლიბერალებისთვის, ბოლშევიკების და მათი მემკვიდრეების მიერ წართმეული ქართული ბრენდის დაბრუნებაა.
ჩვენ გვჭირდება, გავაფართოვოთ იმ ხალხის წრე, რომელიც არ იქნება მოწყვლადი რუსული პროპაგანდის მიმართ და ვერ შეაშინებენ, რომ დასავლეთში ინტეგრაცია ქართული იდენტობის დაკარგვას ნიშნავს.
ჩვენ ასევე გვჭირდება გავაფართოვოთ იმ ხალხის წრე, რომელსაც სჯერა, რომ სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება აქვს ყველას – მიუხედავად მისი ეთნოსისა, რელიგიური კუთვნილებისა, რასისა, სქესისა, სექსუალური იდენტობისა და. ა.შ.
ამიტომ მიხარია NDI-ს ბოლო კვლევის შედეგი, სადაც 38 პროცენტამდეა გაზრდილი იმ ადამიანების წილი, რომლებსაც LGBTQ უფლებების დაცვა საჭიროდ მიაჩნია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დემონიზების იარაღი დაბლაგვებულია – ნაკლებ ადამიანს შეაშინებენ რუსები და პუტინისტები იმით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ქართული იდენტობის დაკარგვას ნიშნავს და ბოკერია ტრადიციებს ართმევს, იეჰოვას მოწმეების, ან სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვით.
პირიქით, მოვა დრო როდესაც გიგას დიდ უპირატესობად ჩაეთვლება დინების წინააღმდეგ სიარული ჩაგრულთა უფლებების დასაცავად საკუთარი პოლიტიკური რეპუტაციის ხარჯზე – მოვა დრო, რომ ბოკერია მისაბაძი იქნება ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც საკუთარ თავებზე მეტად უყვართ საკუთარი საქმე და მასშტაბური ხედვა აქვთ – გოიმობა სძულთ და იმწამიერი ქულების დაგროვებისთვის თავს არ იწუხებენ.
იგივენაირად ვაპირებთ მუშაობას სხვა თემებზეც – იგივენაირად გავზრდით იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ჩათვლიან რომ მცირე მთავრობა უფრო კარგი რამეა, ვიდრე ძიძა მთავრობა, რომელიც ერთი ხელით გაჭმევს, მეორეთი მეტს გართმევს.
იგივენაირად გავზრდით იმ ადამიანების რიცხვს რომლებიც ჩათვლიან, რომ ჩვენ ვიცით როგორი განათლების სისტემა უნდა შევქმნათ, რომ მოზარდების და მასწავლებლების უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ უჭირდეს.
იგივენაირად დავარწმუნებთ ადამიანებს რომ მხოლოდ მოქალქეების აქტიური მონაწილეობა გაუმჯობესებს მართლმსაჯულების პროცესს და ნაფიცი მსაჯულები უნდა გავაფართოვოთ – კონცეპტუალურად მხოლოდ ესაა სწორი ჩვენი ამოცანებისთვის.
იგივენაირად დავარწმუნებთ ადამიანებს მათი თავი მათ ეკუთვნის და დეცენტრალიზაციის პირობებში, თვითმმართველობას უნდა შეუდგნენ….
მოკლედ, ჩვენ ჩვენი შინაარსის მიმღებლობას ვაფართოვებთ და ამას ვაკეთებთ გაცილებით მეტი ხალხი, ვიდრე ერთი პარტიის ლიდერები.
ჩვენი შინაარსის მიმღებლობა რომ გაიზრდება, ბუნებრივად გაიზრდება იმ პოლიტიკური ძალის მიმღებლობაც, რომელიც ამ ეტაპზე ერთადერთია – ვისაც ეს შინაარსი ესმის და ამ შინაარსის განხორციელება შეუძლია, თუ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა.
მოკლედ, ჩვენთან მუშაობა საინტერესოა.
ჩვენ ვინც აგვირჩევს – ჩვენს შინაარსს აირჩევს.
როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, კარგს ვამბობთ, თუ ცუდს – ჩვენ ვამბობთ! ჩვენს უკან ჩრდილები არ დგანან!
ჩვენ ვინც აგვირჩევს, ზუსტად ეცოდინება რომ ჩვენ გვირჩევს, ჩვენვე გადაგვირჩევს და არა ჩვენს ჩრდილოვან მმართველებს.
ჩრდილოვანი მართვა ანგრევს საზოგადოებას, ანგრევს ამ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ანგრევს ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის შანსს.
ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, აქტივისტი – რომლის მოტივაციასაც არა საკუთარი შინაარსი, არამედ ჩრდილიდან მმართველი დონორის ახირებები და მანევრები წარმოადგენს ნებიერი ან უნებლიე ბოროტმოქმედია, მათი პოლიტიკური დიზინფექცია უნდა მოხდეს და მათი ადგილი ახალმა კლასმა დაიკავოს.
მანამდე არაფერი არ მოხდება.
(ახალ გუნდს 2023 წელს წარვადგენთ).” – წერს ჩერგოლეიშვილი
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და...