Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე უკრაინაზე: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მაქსიმუმი – პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი მხარდაჭერა ასპროცენტიანია

მარშალ პრესი 07/04/2022
ირაკლი კობახიძე

ნატოსა და ევროკავშირის წევრებს სხვანაირი დახმარება შეუძლიათ, ჩვენ სხვანაირი, თუნდაც იმის გამო, რომ ისინი არიან ნატოს წევრები და ჩვენ არ ვართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მაქსიმუმი – პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი მხარდაჭერა ასპროცენტიანია. დღესაც იყო კენჭისყრა გაეროში, სადაც იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაც. სადაც საქმე ეხებოდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ თუ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩვენ გვქონდა ასპროცენტიანი მხარდაჭერა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაქსიმალურად ხელგაშლილები ვართ ამ მიმართულებით და რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის ეკონომიკური თემა, ყველა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეკონომიკურ ურთიერთობებს ზღუდავს მეტად ან ნაკლებად რუსეთთან, მაგრამ სრულად არავინ. ჩვენს შემთხვევაში ვთქვით, რომ სანქციებს არ დავაწესებდით 2 მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და მეორე უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ბლინკენი: განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ გაუწიონ ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა და საქართველო
Next: ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე: ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025