Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელჩის გაწვევაზე: ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას“

მარშალ პრესი 07/04/2022
ირაკლი კობახიძე

როდესაც ელჩის გაწვევა მოხდა, ინტერესი იყო, რომ ამ ყველაფერს პატარა აფეთქება გამოეწვია და ამაზე ხელი უნდა მოეთბო „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.

მისი თქმით, უკრაინის ​ელჩის გაწვევის საქმეში შეიძლება ბევრი ფაქტორი ჩაერთოს.

„ერთი ეს იყო საზოგადოებაში ემოციური ფონის შეცვლა, შეიძლება პიროვნული ანგარიშსწორება, შეიძლება იყოს ქვეყნის გარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების მცდელობა და ა.შ. ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია პრობლემის სათავე, სათავე კი არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დაინტერესებულია ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი უკრაინაში არიან ხელისუფლებაში და ეს თანხვედრა საბოლოო ჯამში წარმოშობს პრობლემას. მაგრამ, წარმოშობს პრობლემებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში და ძალიან მცირე დოზით – საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე უკრაინაზე: ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის მაქსიმუმი – პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი მხარდაჭერა ასპროცენტიანია
Next: საქათველოს დიდი პროვოკაციას უმზადებენ! პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბეწვის ხიდზე გაყავს ჩვენი ქვეყანა – ლევან მამალაძე საზოგადოებას მიმართავს (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.