Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

მარშალ პრესი 14/11/2022
ქართული ოცნების

„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

15 ნოემბერს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს, ასევე, მეორე მოსმენით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებას.

16 ნოემბერს, განიხილება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხი, რომელიც ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, კანონმდებლები მოისმენენ სემეკი-ს, ასევე საპენსიო ფონდის 6 თვის ანგარიშს.

17 ნოემბერს განიხილება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 20 ნოემბრამდე, შესაბამისი შენიშვნებით უნდა გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას.

18 ნოემბერს, პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.
უმრავლესობის წევრებმა ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ხვალ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო პოლიტიკური სუბიექტების ლიდერებს კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავს.
​
უმრავლესობის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამეს.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველობის კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებს ხვალიდან დავიწყებთ, კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუსმენთ
Next: ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025