Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ე.წ. ქოლცენტრების საქმე – კურტ ვოლკერი და დავით კეზერაშვილი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ

მარშალ პრესი 15/11/2022
314915096_639079007944128_2124110075986248869_n

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, სააგენტო “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კურტ ვოლკერი სტაჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს ფავორიტი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

თავისთავად ცხადია, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნები ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ და არ დგამენ. შესაბამისად, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რატომ შეხვდა ვოლკერი კეზერაშვილს და რა გზავნილები გაცვალეს მათ ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს
Next: მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი “ქოლ-ცენტრებით” ახეული ფულით, “დევნილი მედია-მენეჯერი” კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე “შეყვარებულ” კურტ ვოლკერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.