Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველობის კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებს ხვალიდან დავიწყებთ, კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუსმენთ

მარშალ პრესი 14/11/2022
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციებამდე სახალხო დამცველობის კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერაზე არ ისაუბრებენ. მისივე თქმით, საკითხზე კონსულტაციები ხვალიდან დაიწყება.

„კონსულტაციებს დავიწყებ ხვალიდანვე, რამდენი ხანი, რამდენი დღეც დაგვჭირდება. ჯერ მათ ინიციატივა არ გამოუჩენიათ, რომელიმე კანდიდატზე საუბარი არ დაუწყიათ. ჩვენც კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვისაუბრებთ, ჯერ მათ მოვუსმენთ, ვისზე უშვებენ შანსს, რომ მხარი დაუჭირონ, ჩვენ არც ერთი კანდიდატის მიმართ სიმპათიასაც კი არ გამოვხატავთ. დავიწყებთ ფიქრს და მსჯელობას მათთან ერთად. ჩვენ არ დავაყენეთ კანდიდატურა და ახლაც შევეცდებით, რომ მათგან წამოვიდეს ინიციატივა. ჩვენ რომ დღეს ვინმეს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, დარწმუნებული ვარ, იმის გამო, რომ ჩვენ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, მხარს არ დაუჭერენ. ამიტომ თავად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ზვიად კუპრავა: ჩვენს პარტიაში არის დემოკრატია და ყველას შეუძლია გააკეთოს იმ ტიპის განცხადება, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ, მაგრამ ეს უნდა გაკეთებულიყო პარტიის ოფისში და არა მიხეილ სააკაშვილის სახელს ამოფარებულ ბიბლიოთეკაში
Next: „ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025