Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზვიად კუპრავა: ჩვენს პარტიაში არის დემოკრატია და ყველას შეუძლია გააკეთოს იმ ტიპის განცხადება, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ, მაგრამ ეს უნდა გაკეთებულიყო პარტიის ოფისში და არა მიხეილ სააკაშვილის სახელს ამოფარებულ ბიბლიოთეკაში

მარშალ პრესი 14/11/2022
ზვიად კუპრავა

„მიმაჩნია, რომ არ იყო დროული და სწორი ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენს პარტიაში არის დემოკრატია და ყველას შეუძლია გააკეთოს იმ ტიპის განცხადება, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ და მიაჩნია სწორად, მაგრამ ამ შემთხვევაში მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო პარტიის ოფისში და არა მიხეილ სააკაშვილის სახელს ამოფარებულ ბიბლიოთეკაში“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზვიად კუპრავამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, შიდა პარტიული დისკუსიებისთვის არსებობს კონკრეტული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ.

იგი, ამ ეტაპზე, არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს და მიხეილ სააკაშვილიდან შიდა პარტიულ პროცესებზე ყურადღების გადატანა არ მიაჩნია სწორად.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ათეულობით ოფისი თბილისის ტერიტორიაზე მათ შორის, რეგიონებში და შეიძლებოდა მსგავსი განცხადებების გაკეთება სურვილის შემთხვევაში. ბიბლიოთეკა არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, იქ დადიან საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები, ძირითადად სტუდენტები და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს, როგორც საბრიფინგო სივრცედ, მაგრამ შიდა პარტიული დისკუსიებისთვის არსებობს კონკრეტული სივრცეები, რომლებიც არის პარტიული ოფისები და არავისთვის არის დაკეტილი მათ შორის, ირაკლი ნადირაძისთვის და ლევან ხაბეიშვილისთვის. შესაბამისად, მათ შეეძლოთ ამ სივრცის გამოყენება. როდესაც ჩვენ შეიძლება ძალიან დიდი საბრძოლველი გაგვიხდეს ხელისუფლებასთან ამ ვითარებაში, ყურადღების გადატანა მიხეილ სააკაშვილიდან შიდა პარტიულ პროცესებზე არ მიმაჩნია, რომ არის სწორი და შესაბამისად ჩემი პოზიცია არის და იქნება მომავალში მათ შორის, პოლიტსაბჭოზე, რომ ეს არჩევნები ამ ეტაპზე არ ჩატარდეს, რომ ჩვენი ყურადღება იყოს კონცენტრირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და არა იმაზე, ვინ შეიძლება გახდეს პარტიის თავმჯდომარე“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

Post navigation

Previous: ვატო შაქარიშვილი მაია ნადირაძეზე: უსინდისობის, უსისხლობის, არაადამიანობის მწვერვალი. ეს არის მთლიანად ნაცმოძრაობის, მათი მხარდამჭერების მორალური სახე
Next: მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველობის კანდიდატის საკითხზე კონსულტაციებს ხვალიდან დავიწყებთ, კონკრეტულ კანდიდატებზე არ ვსაუბრობთ, ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუსმენთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.