Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, მისი უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად

მარშალ პრესი 12/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად.

„დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას.

ნიკო ფიროსმანის უკვდავი შემოქმედება ქართული სულის, ჩვენი ხალხის თვითმყოფადობის ყველაზე მკაფიო გამოხატულება და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული საგანძურის ფასდაუდებელი მონაპოვარია.

დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

Post navigation

Previous: რატი იონათამიშვილი: არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ხერსონს ვიბრუნებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.