Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ხერსონს ვიბრუნებთ

მარშალ პრესი 12/11/2022
ვოლოდიმირ-ზელენსკი-640x361

დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ხერსონს ვიბრუნებთ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის გარეუბანში არიან, სულ ცოტა და ქალაქში და შესვლას დავიწყებთ, თუმცა სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ ამას. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედის ქონა ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან.

„ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი ოკუპანტების უკანდახევის გზები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, განადგურდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, მისი უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად
Next: ზვიად შალამბერიძე: საჩხერე ძალიან საინტერესო და განახლებული პროექტებით შეხვდა ქალაქის დღესასწაულს, მთელი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.