Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონ საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა

მარშალ პრესი 12/11/2022
რატი იონათამიშვილი

სამ კაციანი პარტიები კიდევ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, სამ კაციანი კოალიცია პირველად ვნახეთ. ფაქტია, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, რადგან უკიდურესი რადიკალიზაციით გამოირჩევიან, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას განცხადებაზე, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ქუდზე კაცი ქუჩაში უნდა გამოვიდეს.

როგორც რატი იონათამიშვილმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ომის პარტიებს ქაოსის გამოწვევა სურთ. თუმცა, მისი თქმით, მათ საზოგადოებამ სათანადო პასუხი გასცა.

,,ერთი მხრივ, საერთოდ არ არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ისინი საკუთარი ნებით გაიქცნენ პარლამენტიდან და ახლა მათგან საუბარი 12 პუნქტის არშესრულებაზე ყველაზე დაბალ პოლიტიკურ სტანდარტსაც სცდება. მაგრამ, არიან რიგი ძალები ვისაც სურთ, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენონო საქართველოში მუდმივი რყევებისთვის და ამით დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათ ეს გეგმა ჰქონდათ ზაფხულში, როდესაც, ასევე, კანდიდატის სტატუსი თემით უნდოდათ არეულობა და ქაოსი გამოეწვიათ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ მათ მტკიცე უარი უთხრა. როგორც ჩანს, ომის პარტიებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არც იმის რესურსი არ აქვთ, რომ ამ შეცდომებზე გამოიტანონ დასკვნები, შესაბამისად, მათი ეს ზრახვები ახლაც უშედეგო იქნება,’’ – განაცხადა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, მისი უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.