Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა მედიკამენტები შეიძინონ სამართლიან ფასად და ეს ფასი არ გამომდინარეობდეს იქიდან თუ რომელი ბრენდი უკეთეს მარკეტინგს გააკეთებს

მარშალ პრესი 10/11/2022
ზურაბ აზარაშვილი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ვხელმძღვანელობთ, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ზუარბ აზარაშვილი, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას.

„ფარმაცევტულ სექტორს რაც შეეხება, განხილვების პროცესში ჩართულები იყვნენ, რამდენიმე კვირის წინ შეხვედრაც იყო, სადაც ყველა მოვიწვიეთ და დეტალურად გაიარეს საკითხი. შემდეგი შეხვედრებიც არის დაგეგმილი, სადაც აქტიურად ყველა კითხვას და ყველა შენიშვნას, რაც შეიძლება გამოთქვან, ძალიან დეტალურად გავაცნობთ და ეს არ არის ჩვენი შექმნილი ან მოგონილი პრაქტიკა, ეს არის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დანერგილი და ამ საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ვხელმძღვანელობთ დღეს ჩვენ და განვსაზღვრავთ იმ პრაქტიკის და იმ გამოცდილების, ცუდი თუ კარგი გამოცდილების მიხედვით.

ცუდის შემთხვევაში რასაკვირველია საუკეთესო პრაქტიკას ვირჩევთ და მივყვებით შესაბამისად ამ პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება რომელიმე დასახელების ან ბრენდის ბაზრიდან გასვლას, ეს ასე ნამდვილად არ იქნება და ძალიან მარტივია ამის ახსნაც, იმიტომ რომ ის ქვეყნები, ვთქვათ, ის ხუთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რეფერენს ქვეყნებად, თავის მხრივ ის ქვეყნები დაახლოებით 25 ქვეყანას ირეფერენსებენ, ძირითადად ევროპულ ქვეყნებს, საიდანაც ასეთი ბრენდები, მაღალ ფასიანი ბრენდები შეიძლება შემოდიოდეს საქართველოში და ეს რისკი იყოს გასვლის და იქიდან გამომდინარე ვადგენთ ჩვენს მაქსიმალურ გასაყიდ ფასს.

როგორ წარმოგიდგენიათ თუ ის მედიკამენტები, ვთქვათ საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში ან ხორვატიაში იყიდება, იქაც რეფერენტული ფასებით განსაზღვრულ ფასად, მაქსიმალურ ფასად, ანალოგიურ ფასს რომ საქართველოში გადმოვიტანთ, როგორ შეიძლება არ იყოს იმ ბრენდისთვის საინტერესო, ან გასვლა მოახერხოს. რასაკვირველია, დღევანდელი დაურეგულირებელი ბაზრის პირობებში, უფრო მეტი შესაძლებლობა და უფრო მეტი მარჟის აღების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ რადგანაც ეს მარჟა ჩვენ გვინდა სამართლიან მარჟამდე შევამციროთ და ჩვენი მიზანი არ არის რასაკვირველია, არც ბრენდების გასვლა ან რომელიმე ბაზრის მოთამაშის გასვლა, ჩვენი მიზანია მოქალაქეები და სახელმწიფო როცა ახდენენ მედიკამენტების შეძენას, ეს ფასი იყოს სამართლიანი და არ გამომდინარეობდეს იქიდან, თუ რომელი უკეთეს მარკეტინგს გააკეთებს, ან ექიმის მოტივაციას რომელი უფრო უკეთესად შექმნის და აქედან გამომდინარე, ხელოვნურად შექმნილი დეფიციტით, ან ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნით 3-ჯერ 4-ჯერ და 10-ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ მედიკამენტები.“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმაზე მუშაობს, რომელიც 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენას გულისხმობს.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი: კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით
Next: გიორგი ვოლსკი: თუკი ინტერესი გააჩნია ევროპარლამენტართა ჯგუფს, ეს ინტერესი გარკვეული მიზეზებისგანაა ჩამოყალიბებული და არა რეზოლუციის თემიდან გამომდინარე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025