Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით

მარშალ პრესი 10/11/2022
შალვა პაპუაშვილი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და განსაკუთრებით, გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერა. კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან გამართული შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით, კიმ ჯინ ფიოსთან შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეეხო.

„კორეის მხრიდან საქართველოს პარლამენტს აქვს თანამშრომლობისა და დახმარების დიდი გამოცდილება. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე ვიზიტად და მომავალ წელს ეს ვიზიტიც შედგება. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. საუბარი იყო სურვილზე, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება საქართველოსა და კორეას შორის, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერებას. გარდა ამისა, საქართველოს მსგავსად, კორეასაც გეოპოლიტიკურად აქვს გარკვეულწილად ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია და ამ მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკის საკითხებში“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე: კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ საკითხებზე
Next: ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა მედიკამენტები შეიძინონ სამართლიან ფასად და ეს ფასი არ გამომდინარეობდეს იქიდან თუ რომელი ბრენდი უკეთეს მარკეტინგს გააკეთებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025