Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: თუკი ინტერესი გააჩნია ევროპარლამენტართა ჯგუფს, ეს ინტერესი გარკვეული მიზეზებისგანაა ჩამოყალიბებული და არა რეზოლუციის თემიდან გამომდინარე

მარშალ პრესი 10/11/2022
ვოლსკი

თუკი ინტერესი გააჩნია ევროპარლამენტართა ჯგუფს, ეს ინტერესი გარკვეული მიზეზებისგანაა ჩამოყალიბებული და არა ამ რეზოლუციის თემიდან გამომდინარე – მოგისმინა, ვერ დარწმუნდა და სალომე სამადაშვილმა კი უფრო დამაჯერებელი არგუმენტები თუ მოსაზრებები წარადგინა, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა

მისი თქმით, დღეს იგი ჟურნალისტებს აძლევდა კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა მას მიმართა, თუ რატომ ვერ შეძლეს მათ დაერწმუნებინათ სიმართლეში მათი ოპონენტები.

„თქვენ ვერ გარწმუნებ, ვეუბნები, აგერ, ჩემს გვერდით ხართ, რომ სადისტები მართავდნენ ქვეყანას. როდესაც ზუსტად იცით ის პიროვნება, გვარით და სახელით, ვინცა წამებისგან ხერხემალი დაუზიანდა და ვისაც აუცილებლობა შეექმნა დღემდე ეტლით გადაადგილდებოდეს, ისეთი დაზიანებები აქვს მიღებული. ასეთი მარტო ერთი ადამიანი არ არის. სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ 10 ადამიანის სიცოცხლის უფლება იყო დარღვეული, 30 ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყო დარღვეული. უამრავი ადამიანის ქონების უფლება იყო დარღვეული და ასეთი ფაქტები არსებობს. თქვენ აგერ, გვერდით ხართ, ქართველ ჟურნალისტს ვეუბნები. ზუსტად იცით ადამიანი, ვინც ფაქტობრივად, მოკლეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. გვარ-სახელით იცით და შეგიძლიათ, სურათზე ამოიცნოთ და თქვენ ვერ გარწმუნებთ და ვერ რწმუნდებით იმაში, რომ სადისტური მმართველობა ქვეყანაში არ შეიძლება, გათანაბრებული იყოს რაღაც ევროპულ სტანდარტებთან.

ამდენად, თუკი ინტერესი გააჩნია იმ ევროპარლამენტართა ჯგუფს, ეს ინტერესი გარკვეული მიზეზებისგანაა ჩამოყალიბებული და არა ამ რეზოლუციის თემიდან გამომდინარე – მოგისმინა, ვერ დარწმუნდა და სალომე სამადაშვილმა უფრო დამაჯერებელი არგუმენტები თუ მოსაზრებები წარადგინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

Post navigation

Previous: ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა მედიკამენტები შეიძინონ სამართლიან ფასად და ეს ფასი არ გამომდინარეობდეს იქიდან თუ რომელი ბრენდი უკეთეს მარკეტინგს გააკეთებს
Next: ზაალ ანჯაფარიძე: NATO-ს და აშშ-ს საშუალება მიეცათ დეტალურად შეესწავლათ რუსეთის არმიის პოტენციალი. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ვინმე დააყვედრიდა კანდიდატის სტატუსს? !მოლდოვა უბრალოდ ხურდაში მიჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.