Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ საკითხებზე

მარშალ პრესი 10/11/2022
მამუკა მდინარაძე

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა მსგავს საკითხებზე. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ინვესტიციებზე და იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს, მსჯელობა იყო ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და ამ ქვეყნის დაინტერესებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კორეაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეეხო. და სამომავლოდ, კორეის მხარე ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავის წვლილს შეიტანს.

„კორეის მხარემ ელექტრონული ტექნოლოგიების დახვეწის საქმეში საქართველოს პარლამენტთან მიმართებაში თავისი წვლილი შეიტანა და იგივე დაპირება მივიღეთ და ეს ძალიან კარგია. სადაც ტექნოლოგიებს ფლობენ მაღალ დონეზე და ასეთი საშუალებები გააჩნიათ, მათი მხრიდან ეს პოზიტიური დაპირება იყო და ამით მოხარულები ვართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას – დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია
Next: შალვა პაპუაშვილი: კორეა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანია, ეს მხარდაჭერა გამოხატული იყოს გაერო-ს რეზოლუციების აქტიური მხარდაჭერით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.