Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას – დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია

მარშალ პრესი 10/11/2022
გია აბაშიძე

იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი „რჩევა-დარიგებები“ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას.

„ჯერ კიდევ გუშინ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „გვიქადაგებდა“– დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. მოგვიანებით, OSCE/ODIHR-მა (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი) ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, სადაც ერთ-ერთ შეფასებაში აღნიშნულია – არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია. ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას – დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი „რჩევა-დარიგებები“ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.

Post navigation

Previous: ედიშერ გვენეტაძე ეუთოს დასკვნაზე: რაც ისედაც ცნობილი იყო ეუთოს მეშვეობით გამომზეურდა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა! კარუსელები თავად ჰქონიათ უხვად და სისტემურად
Next: მამუკა მდინარაძე: კორეაში ვისაუბრეთ გაერო-ში რეზოლუციების მხარდაჭერაზე და იყო თანხმობა ამ საკითხებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.