Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად

მარშალ პრესი 06/11/2022
ლევან დავითაშვილი

მხოლოდ და მხოლოდ, სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ოღონდ სტაბილურად რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოგვცემს საშუალებას, რადიკალურად შევცვალოთ რეალობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ დგას უამრავი გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მაღალია და ჯერ კიდევ მრავალი სოციალური პრობლემაა გადასალახი.

„ჩვენ ძალიან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ეს მაღალი ინფლაცია სამწუხაროდ არის ორნიშნა, თუმცა ვუყურებთ, რომ ინფლაციის ტენდენცია კლებადია. ჩვენი პროგნოზით, ის მომავალი წლის შუა პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.

დღეს საქართველოს აქვს ევროზონის მაგვარი ინფლაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც 2-3-ჯერ მეტი ინფლაციაა, საქართველოში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ეს თითოეული მოქალაქისთვის დამაიმედებელი არ არის.

ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად, ეს არის გრძელვადიანი პირობა ჩვენი ხელისუფლების.

ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, რომ ჩვენ გვქონდეს დაბალანსებული მიდგომა, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდეს პასუხისმგებლიანი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მოვახერხოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Post navigation

Previous: ნინო ველთაური: მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები
Next: არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული, პირიქით, მოწინავეთა რიგებშია სასამართლო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.