Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული, პირიქით, მოწინავეთა რიგებშია სასამართლო

მარშალ პრესი 06/11/2022
გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში სასამართლო მოწინავეთა რიგებშია.

„ჩვენი ოპონენტების პრობლემა ზოგადად ის არის, რომ არ არსებობს არცერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც ჩვენი სასამართლო უარყოფითად არის შეფასებული, პირიქით, მოწინავეთა რიგებშია სასამართლო. მათ აღელვებთ ეს თემა. ეს არის ის მთავარი თემა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ სასამართლოზე საუბრის დროს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპული რეკომენდაციების მესამე პუნქტის შესრულების მიზნით, პარლამენტი მორიგ ცვლილებებს იღებს. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ექვს მიმართულებას მოიცავს. მათ შორის უმჯობესდება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განწესების წესი. სავალდებულო ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრის არჩევისას კანდიდატების იურიდიულ კომიტეტში საჯარო მოსმენა.

Post navigation

Previous: ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად
Next: თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.