Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ველთაური: მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები

მარშალ პრესი 06/11/2022
ველთაური

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტო ყოველ წელს გარკვეული სახლის კვლევას ატარებს და მოთხოვნად პროფესიებს აიდენტიფიცრებს საქართველოს შრომის ბაზარზე.

„შარშან ამ კვლევაში ჩავრთეთ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფის ხელშეწყობით შევიმუშავეთ – ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიას განვავითარებთ წელსაც და მომავალ წელსაც. მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები“, – განაცხადა ველთაურმა.

მისივე თქმით, შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, პანდემიამ კი ის აბსოლუტურად გადაალაგა.

„გარკვეულმა პროფესიებმა მიიძინა და ბაზრზე წამოვიდა სრულიად ახალი პროფესიები. ძველი პროფესიის ადამიანებს დასჭირდათ ახალი შრომის ბაზრისა და ახალი მიმართულებების ძიება“, – განაცხადა ველთაურმა.

Post navigation

Previous: გია ცაგარეიშვილი: ოპოზიცია და არასამთავრო ორგანიზაციები გვთხოვდნენ, მიგვეღო დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი, მიხვდნენ, რომ პირველი საფრთხე კეზერაშვილს შეექმნება, ახლა პირუკუ გვამუნათებენ
Next: ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.