Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ოპოზიცია და არასამთავრო ორგანიზაციები გვთხოვდნენ, მიგვეღო დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი, მიხვდნენ, რომ პირველი საფრთხე კეზერაშვილს შეექმნება, ახლა პირუკუ გვამუნათებენ

მარშალ პრესი 06/11/2022
გია ცაგარეიშვილი

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში გვამუნათებდნენ და გვეუბნებოდნენ, დაჟინებით გვთხოვდნენ, რომ მიგვეღო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის ანალოგი. ჩვენ მათი ეს თხოვნა, თუ მოთხოვნა აღვასრულეთ და ახლა, როცა ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ პირველი, ვისაც საფრთხე შეექმნება, არის ბატონი კეზერაშვილი და შესაძლოა, კიდევ სხვა ოლიგარქები, ატყდა ალიაქოთი და ახლა პირუკუ გვამუნათებენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„გვეუბნებიან, რატომ იღებთ ამ კანონს, რატომ იღებთ დაჩქარებული წესით, გააგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ასევე დაელოდეთ პასუხს და იქნებ, ჩამოვიდეს, როცა იქნებაო. დამეთანხმებით, ცოტა უცნაურია. ჩვენ ახლა „ჭრელო პეპელას“ როლში გამოვდივართ და ასე ნამდვილად ვერ გაგრძელდება. ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„ჩვენ ოლიგარქს ვდევნით, აბა, რანაირად? მას ვუკრძალავთ პოლიტიკურ საქმიანობას და ვდევნით პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, ეს არის დევნა. ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ გარკვეულწილად, ეს არის დევნა. ანუ, თქვენ თუ ოლიგარქი ხართ, არ გექნებათ იმის უფლება, რომ იაქტიუროთ პოლიტიკაში. ამიტომ, ეს არის დევნა, სუფთა წყლის დევნაა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ არის დევნის გარკვეული სახეობა. ჩვენ გვაქვს შეხება კლასიკურ დევნასთან. ჩვენ ეს არ გვინდოდა, მაგრამ ეს არის რეკომენდაციაში და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო სრულდება.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო. იმიტომ, რომ საპირწონედ არის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მათ შორის, შევასრულებთ ამ 12 პუნქტს და ასევე შევასრულებთ ყველა სხვა მოთხოვნას, რომელიც მომავალში ღმერთმა არ ქნას, იქნება წარმოდგენილი ევროკომისიისგან თუ ევროსაბჭოსგან“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: ჩვენ ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეკორდულ დროში განხორციელებულ რეფორმებს წარვადგენთ
Next: ნინო ველთაური: მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.