Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეკორდულ დროში განხორციელებულ რეფორმებს წარვადგენთ

მარშალ პრესი 06/11/2022
თეა წულუკიანი

ვფიქრობ, დეკემბერში ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ღირსეულად წარვდგებით ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე, როდესაც რეკორდულ დროში განხორციელებულ რეფორმებს წარვადგენთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა საქართველოს პარლამენტმა, უფრო კონკრეტულად კი, საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა ძალიან აქტიურად აწარმოეს.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ არ იღეს ყურად ათასჯერ შეხსენებული რეკომენდაცია ევროკავშირელების მხრიდან, რომ ისინი მმართველ პარტიასთან ერთად დამსხდარიყვნენ და ემუშავათ 12 რეკომენდაციაზე. ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს მათი პრობლემა. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დეპოლარიზაციას როდესაც საყვედურობდნენ სახელისუფლებო გუნდს, ამ თეორიამ, რომ ეს სახელისუფლებო გუნდის ბრალია, კრახი განიცადა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ურუგვაის გუნდს დაუპირისპირდება
Next: გია ცაგარეიშვილი: ოპოზიცია და არასამთავრო ორგანიზაციები გვთხოვდნენ, მიგვეღო დეოლიგარქიზაციაზე უკრაინული კანონის ანალოგი, მიხვდნენ, რომ პირველი საფრთხე კეზერაშვილს შეექმნება, ახლა პირუკუ გვამუნათებენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.