ქალი, რომელიც პეკინზე, ხანძრის დროს მე-6 სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა

249
წაკითხვა/ნახვა

თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი მცხოვრები მე-6 სართულიდან გადმოხტა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკა.

შენობიდან ცოტა ხნის წინ ბავშვები გამოიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.

კომენტარები
მოწონება